დავით ბაქრაძის შეხვედრები და კრებულის “საქართველოს ევროპული გზები“ პრეზენტაცია შვედეთში
საქართველო, თბილისი - 11:25 | 29.04.2016 ნანახია: 175227-28 აპრილს, შვედეთის სამეფოში, ქ.სტოკჰოლმში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის და მიგრაციის მინისტრთან მორგან იოჰანსონთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ანიკა სოდერთან და შვედეთის სამეფოს იუსტიციის სამინისტროს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივანთან ანნ ლინდესთან.
შეხვედრებზე დიდი ყურადღება დაეთმო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და მის წარმატებულ იმპლემენტაციას, DCFTA-ის ჩათვლით;
დადებითად შეფასდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო და დაფიქსირებული პროგრესი. აღინიშნა, რომ სავიზო ლიბერალიზაცია კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის შესაბამის რეგულაციაში საქართველოს სასარგებლოდ ცვლილებების დროულად შეტანის აუცილებლობას.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, ორმხრივი შეხვედრა გამართა შვედეთის პარლამენტის სპიკერთან ურბან ალინთან და მრგვალი მაგიდის ფორმატში საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტების წევრებსაც ესაუბრა.
პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის მოახლოვებული არჩევნებისათვის მზადების პროცესი განიხილეს; საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებს.
შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისე ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა და გამოხატეს მზაობა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო განმტკიცებისა და ევროინტეგრაციის პრეცესში ხელშეწყობის თაობაზე. „შვედეთი საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია, როდესაც საკითხი ეხება მნიშვნელოვან რეფორმებს, დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის კუთხით.შვედეთი პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს და სრულად ესმის ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობა ქვეყნისათვის.საუბარი ვიზიტის დროს შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც აქვს რეგიონს, იმ შესაძლებლობებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა სთავაზობს ახალი რეფორმების გზით მოსახლეობას.“-აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
27 აპრილს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძე შვედეთის თავდაცვის მინისტრს პიტერ ჰულტკვისტს შეხვდა. სამუშაო ლანჩზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებსა და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასაც.
შეხვედრები, ასევე, გაიმართა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრის სახელმწიფო მდივან ულრიკა მოდერთან, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA)ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორთან ელსა ჰოსტადთან და აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროს მირია პეტერსონთან.
აღინიშნა ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს დახმარების მნიშვნელობა ქვეყნის მოდერნიზაციისა და განვითარების საქმეში, კერძოდ, შვედეთის უმნიშვნელოვანესი წვლილი საქართველოში წარმატებული რეფორმების განხორციელებაში. ამ კუთხით, დავით ბაქრაძემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ გაწეული დახმარებისთვის; ასევე, სამომავლოდ თანამშრომლობის ახალი ინსტრუმენტების განსაზღვრისა და გაღრმავების იმედი გამოთქვა.
სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია საზოგადოებისათვის რეფორმებისა და ევროპული დახმარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივაზე საუბრისას შვედური მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შვედეთი მტკიცედ განაგრძობს საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას.
28 აპრილს შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში ინგლისურენოვანი კრებულის „საქართველოს ევროპული გზები“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებულის პრეზენტაცია შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში გამართული დისკუსიის „საქართველოს ევროპული ამბიციები და გამოწვევები“ ფარგლებში ჩატარდა.
ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს წარმატებული მაგალითის მნიშვნელობაზე ღონისძიების მონაწილეების წინაშე სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ისაუბრა. მოწვეულ სტუმრებს კრებულის „საქართველოს ევროპული გზები“ მწერალმა და წიგნის რედაქტორმა ზურაბ ქარუმიძემ წარუდგინა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ევროპული და ქართული კულტურის ისტორიულ პარალელებზე, ასევე, პოლიტიკურ-კულტურულ პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიებაში შვედეთის სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების, სტოკჰოლმში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს შესახებ გამართული პრეზენტაციის დასასრულს სახელმწიფო მინისტრმა და მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ დისკუსიის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხეს.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















