აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი 1-2 მაისს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

საქართველო, თბილისი - 14:55 | 28.04.2016
ნანახია: 1422

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი 1-2 მაისს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
ბათუმის მერიისა და შპს „ავტოტრანსპორტის“ გადაწყვეტილებით, ორი დღის განმავლობაში, აღდგომასა და მიცვალებულთა ხსენების დღეს, 07:00-დან 23:00 საათამდე უფასოდ მგზავრობა შესაძლებელი იქნება # 11 ავტობუსით.
ტრანსპორტი იმოძრავებს სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ფერიის მიმართულებით.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე