გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დათვის ბელი გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 12:12 | 28.04.2016
ნანახია: 1466

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს რაჭის განყოფილების თანამშრომლებმა დათვის ბელი გადაარჩინეს, რომელიც ონის რაიონის სოფელ გლოლაში მდინარე ჭანჭახს მოჰქონდა. დათვის ბელს დაზიანებული აქვს უკანა მარცხენა კიდური.

ცხოველს დახმარება ადგილზე გაუწიეს. ის გადმოყვანილია თბილისში და შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით, დროებით მიბარდა კომპეტენტურ პირს, რომელიც იზრუნებს მის მოვლა-პატრონობაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე