საქართველოს პრეზიდენტმა 95 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველო, თბილისი - 12:49 | 27.04.2016
ნანახია: 1366

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტით 95 მსჯავრდებული შეიწყალა. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღეს 69 მსჯავრდებული დატოვებს, მათგან 10 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე, 26 მსჯავრდებულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა, მათგან 2 ქალბატონი  და 2 არასრულწლოვანია.

ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალებულთა შორის არ არიან განზრახ მძიმე დანაშაულებზე მსჯავრდებული პირები. სულ შეწყალების კომისიამ განიხილა 597 პირის საქმე და  საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე