კახეთში სოციალურ აგენტთან შელაპარაკებისას 46 წლის ქალი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:43 | 25.04.2016
ნანახია: 1582

სოფელ ველისციხეში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ 46 წლის ეკატერინე პეტრიაშვილს სოციალური სამსახურის სპეციალისტთან მანანა ჯანჯიბუხაშვილთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა. ის სამსახურს მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის გამოყოფას სთხოვდა.  

კონფლიქტის შემდეგ, ქალბატონმა ინფარქტი მიიღო და იგი გურჯაანის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პეტრიაშვილის ოჯახის წევრების თქმით, ქალბატონს ერთჯერადი სახით გამოყოფილი 100 ლარი ღვიძლის სამკურნალოდ სჭირდებოდა, თუმცა მათივე თქმით, სოციალური სამსახურის თანამშრომელი მას მხოლოდ 70 ლარს სთავაზობდა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. ოჯახი ჯანჯიბუხაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

თავად ჯანჯიბუხაშვილი მომხდარ ინციდენტს ადასტურებს, თუმცა, აცხადებს, რომ პეტრიაშვილისთვის გასაცემი დოკუმენტი მის კომპეტენციაში არ შედიოდა.

მომხდარ ფაქტზე განცხადება დღეს კახეთის გუბერნატორმა გააკეთა. ირაკლი შიოლაშვილმა საჯარო მოხელის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა.

დაპირისპირების შესახებ აუდიომასალა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე