საბურთალოს რაიონის გამგეობამ დედამიწის დღე დასუფთავების აქციით აღნიშნა

საქართველო, თბილისი - 12:35 | 25.04.2016
ნანახია: 1466

საბურთალოს რაიონის გამგეობამ „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისის არქეოლოგიური მუზეუმისა და წმინდა ნინოს მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გამართა. ღონისძიებაშისამოქალაქოგანათლებისპროგრამის "მომავლისთაობის" თბილისისპარტნიორიორგანიზაცია,ფონდითბილისისმოზარდთასახლიდაამპროგრამის მონაწილე 17 საჯაროსკოლის30-მდემოსწავლე ჩაერთო.

აქციის ფარგლებში მოზარდებმა აღნიშნული ტერიტორია გაწმინდეს და დედამიწის დღესთან დაკავშირებით მომზადებული პოსტერებით ერთგვარი გამოფენაც მოაწყეს.

ბექა მიქაუტაძემ მადლობა გადაუხადა ბავშვებსა და თბილისის მოზარდთა სახლის წარმომადგენელს ასეთი აქტიურობისათვის, რამაც უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო. ანალოგიური აქცია საბურთალოს რაიონში შარშანაც გაიმართა.

“ჩვენიურთიერთობაუკვე ტრადიციულ ხასიათსიღებსდაიმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ მომავალ წელსაც შევხვდებით ერთმანეთს ჩვენი პლანეტის დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად,“ - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

აქციაში ახალგაზრდებთან ერთად საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ჩაერთო და გამოფენილი ნამუშევრებიც დაათვალიერა. საბურთალოს რაიონის გამგეობის გამწვანების სპეციალისტმა კი მონუმენტი ეკალ-ბარდებისაგან გაწმინდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე