დღეს ვნების კვირა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 10:22 | 25.04.2016
ნანახია: 1561

დღეს, 25 აპრილის, ვნების კვირა იწყება. ვნების კვირა დიდი მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირას ჰქვია.

ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება.

მართლამდიდებელი ქრისტიანები მთელ ამ პერიოდს მარხვასა და ლოცვაში ატარებენ.

ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.

მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს უწოდებენ.

ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება.

ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და აღევლინება მხოლოდ პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგია, რომელთა დროსაც სახარება სრულად იკითხება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე