კიშინიოვში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 09:53 | 25.04.2016
ნანახია: 1566

მოლდოვას დედაქალაქში საპროტესტო აქცია  პოლიციელებთან შეტაკებით დასრულდა. სამართალდამცველებისა და დემონსტრანტების დაპირისპირების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ალყა მთავრობის ადმინისტრაციას შემოარტყეს და ერთ-ერთი ბიზნესმენის სახლში სცადეს შეჭრა.

სამოქალაქო პლატფორმის "ღირსება და სამართალი" მომხრეები კიშინიოვში პრეზიდენტისა და პარლამენტის ვადამდელ არჩევნებს ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაში ადანაშაულებდნენ. მათი თქმით, მთავრობა ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება და ბიზნესმენების დაკვეთას ასრულებს.

დაკავებულია აქციის ათამდე მონაწილე. ქვეყნის შსს-მ უწესრიგობებზე პასუხისმგებლობა ქციის ორგანიზიატორებს დააკისრა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე