პატრიარქი: დრონი იცვლებიან და ჩვენც მასთან ერთად ვიცვლებით

საქართველო, თბილისი - 15:10 | 24.04.2016
ნანახია: 1489

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ ქადაგებისას განაცხადა, რომ ადამიანის ცხოვრება საოცრად განსხვავებულია და დიდებიდან მწუხარებამდე ერთი ნაბიჯია.

,,დრონი იცვლებიან და ჩვენც მასთან ერთად ვიცვლებით. სიხარული და მწუხარება თითქოს ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როგორც ერთი ბრძენი ადამიანი ამბობდა, დიდებიდან მწუხარებამდე ერთი ნაბიჯია. დღეს ვდღესასწაულობთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ზეიმით შესვლას იერუსალიმში, სადაც მას ხალხი უგებდა ტანსაცმელს და ხის ტოტებს. უფალი ტიროდა, იმიტომ, რომ ხედავდა იმ ხალხის სისუსტეს. იგივე ხალხი, რომელიც ადიდებდა უფალს და უგალობდა ოსანას, რამდენიმე დღეში იყვირებდა „ჯვარს აცვი იგი“. ასეთი ცვალებადია ადამიანი და ჩვენ შევთხოვთ უფალს გაგვაძლიეროს ჩვენს სიკეთეში, გაგვაძლიეროს ჭეშმარიტ რწმენაში, მართლმადიდებლობაში, ასევე გააძლიეროს ჩვენში სიყვარული, მიმტევებლობა და ცოდვათა ჩვენთა განცდა“, - განაცხადა ილია მეორემ.

 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე