დღეს ბზობაა

საქართველო, თბილისი - 10:03 | 24.04.2016
ნანახია: 1416

მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირას იესოს იერუსალიმში დიდებით შესვლას - ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. 
მოძრავი დღესასწაული ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირას.
მისი შინაარსი გადმოგვცემს იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავს.
უფალს ხალხი ზეიმით შეეგება. სამოსელსა და პალმის ტოტებს უფენდნენ გზაზე, თან „ოსანას“ შესძახოდნენ.
ბზობის დღესასწაულზე მრევლის მიერ მიტანილი ბზები იკურთხება, იგალობება „ოსანა“, რაც სიმბოლურად აღნიშნულ ისტორიას იმეორებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე