IDS ბორჯომი საქართველოსა და ტურიზმის ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველო, თბილისი - 17:10 | 22.04.2016 ნანახია: 1675
IDS ბორჯომი საქართველოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ მოაწერეს.
ორმხრივი მემორანდუმის თანახმად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მზადაა იზრუნოს ქვეყანაში რეგიონალური ტურიზმის განვითარებაზე.ქართული რეგიონული კულინარიის წარმოჩენითა და პოპულარიზაციით რეგიონული ტურიზმისა და უფრო ზუსტად გასტრონომიული ტურიზმის წახალისება „ბორჯომის“ მიერ შექმნილი ახალი ქართული გასტრონომიული პორტალის მთავარი მიმართულებაა.
“მოხარულები ვართ, რომ საქართველოს რეგიონული ტურიზმის პოპულარიზაციისათვის დღეს ვაფორმებთ მემორანდუმს კომპანია IDS ბორჯომთან, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ქართული ბრენდია და მრავალი წელია განსაკუთრებულ როლს ასრულებს სხვადასხვა კონტინენტზე, უამრავ ქვეყანაში საქართველოს ცნობადობის ამაღლების კუთხით. ბორჯომი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირებაში, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ და ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც ხელს შეუწყობს გასტრონომიული ტურიზმის წახალისებას, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ეს პროექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე როდესაც ტურისტთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება, როგორც იცით 2016 წლის სამ თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1 134 436 შეადგინა, რაც 14,7%-ით მეტია 2015 წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
„ბორჯომის“ ბრენდი საქართველოს საექსპორტო გაყიდვების ფლაგმანია.საქართველოში ტურიზმის და განსაკუთრებით რეგიონული ტურიზმის განვითარება ცხადია კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უცხო ქვეყნებში ქართული პროდუქტების, მათ შორის „ბორჯომის“ ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას. ცნობილია, რომ ტურისტებს იზიდავთ ქართული სამზარეულო; „ბორჯომი“ და ქართული სუფრა კი ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, წინ წამოგვეწია რეგიონული გასტრონომიის თემატიკა და ამით წაგვეხალისებინა რეგიონული ტურიზმი”, - განაცხადა IDS ბორჯომი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძე.
შეხვედრის ფარგლებში „ბორჯომის“ მიერ შექმნილი პირველი საერთაშორისო გასტრონომიული პორტალის (gastroguide.borjomi.com/ge) პრეზენტაცია გაიმართა. საიტი სამენოვანია - ქართული, ინგლისური და რუსული. ამ პორტალის და შესაბამისად ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციაზე იზრუნებს „ბორჯომი“ - როგორც ქართულ ასევე, სტრატეგიული ქვეყნების ბაზრებზე - უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსი. პორტალის განვითარება მუდმივი პროცესია - თანდათან არსებულ კონტენტს დაემატება ბევრი ახალი და საინტერესო რეცეპტი, სიახლე, თუ ინფორმაცია გასტრონომიული სახის ტრენდების შესახებ.
რეგიონში ტურისტებისთვის საინტერესო და მიმზიდველი მიმართულებების შექმნის მიზნით კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მზადაა შექმნას სპეციალური ტურები თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ინფრასტრუქტურის - „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნის დათვალიერების მიზნით. ტურისტებს ყოველთვის აინტერესებთ, საკუთარი თვალით ნახონ ლეგენდარული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების პროცესი.
კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ შეიქმნა და უკვე ორი წელია აქტიურად იმართება ბორჯომის რეგიონული ტურისტული საიტი www.travelinbojromi.ge და ამავე საიტის ფეისბუქ პლატფორმა.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















