ბაქოში ამერიკელი დიპლომატის ავტომობილს ტყვია მოხვდა

საქართველო, თბილისი - 15:12 | 22.04.2016
ნანახია: 1812

 

ბაქოს ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის მოადგილის მანქანას ტყვია მოხვდა.

”აშშ-ის ელჩის მოადგილის დერიკ ჰოგანის ავტომობილს ბრმა ტყვია მოხვდა. ყველაფერი კონფლიქტის გამო მოხდა, რომელიც იმ ადგილის ახლოს განვითარდა, სადაც დიპლომატის ავტომობილი იყო პარკირებული”, - განუცხადეს ჟურნალისტებს ამერიკის საელჩოში.

ინციდენტის დროს ჰოგანი ავტომობილში არ იმყოფებოდა და საელჩოს არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.

მომხდართან დაკავშირებით  დაწყებულია გამოძიება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე