ქართული საინჟინრო ელიტა ზაქარია ქუცნაშვილის წინააღმდეგ
საქართველო, თბილისი - 14:41 | 22.04.2016 ნანახია: 1816
დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა და წარმომადგენლობითმა საბჭოებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
მიმდინარე წლის 20 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მე-2 არხის გადაცემა „ბრიფინგის დროში“ გაკეთდა განცხადება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2016 წელს გამართულ რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნული შეფასდა როგორც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგო ქმედება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს სასამართლო დავა, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება მიგვაჩნია სასამართლოზე ზეწოლად.
აქვე, საზოგადოებას გვინდა განვუმარტოთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში, რექტორის არჩევნების ჩატარებამდე და რექტორობის კანდიდატების რეგისტრაციამდე გაკეთდა განცხადება მოწოდებით, რომ აკადემიურ საბჭოს არ აერჩია რექტორად არჩილ ფრანგიშვილი, რაც არის უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩარევა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან. მიუხედავად ამისა, აკადემიურმა საბჭომ მას შემდეგ, რაც იმსჯელა და დაადგინა, რომ არჩილ ფრანგიშვილის რექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ არჩევნებში მონაწილეობა არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, მიიღო გადაწყვეტილება მისი კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ.
ზაქარია ქუცნაშვილის მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, შეგნებულად გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა 15 წლის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის პირველ ასეულში შედიოდა, მაშინ როდესაც ეს პერიოდი ტექნიკური უნივერსიტეტისათვის იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, როდესაც უნივერსიტეტმა ვერ მოიპოვა აკრედიტაცია. ამ მდგომარეობიდან უნივერსიტეტის გამოყვანა დაიწყო ახლანდელი ხელმძღვანელობის მიერ. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ახალი ფაკულტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, განხორციელდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, შეიქმნა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო-სამეცნიერო-საექსპერტო ლაბორატორიები, შემოღებულ იქნა შიდა საგრანტო სისტემა, რაც ხელს უწყობს სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას. დღეისათვის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიოს მასშტაბით უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო პროექტებში, შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ და გაიცემა ორმაგი დიპლომი. ზაქარია ქუცნაშვილმა თავის გამოსვლაში შემოიტანა ახალი ტერმინი „რექტორის ბიუჯეტი“ და აღნიშნა, რომ თითქოსდა უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვა და განკარგვა ხორციელდება ერთპიროვნულად რექტორის მიერ, მაშინ როდესაც ბიუჯეტის როგორც შემოსავლების, ისე ხარჯვითი ნაწილის დაგეგმვა ხორციელდება უნივერსიტეტის ყველა პროფესორისა და სტუდენტთა წარმომადგენლობის მიერ.
ზაქარია ქუცნაშვილი თავის გამოსვლაში უნივერსიტეტის პროფესორთა საერთო კრებას (ესწრებოდა ათასზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი) მოიხსენიებს როგორც „კომკავშირის კრებას“, რითაც ცდილობს შეურაცყოფა მიაყენოს უნივერსიტეტის როგორც ღვაწლმოსილ პროფესორ-მასწავლებლებს, ასევე, ახალგაზრდა თაობას.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, კატეგორიულად ვგმობთ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაზე ზემოქმედების მცდელობას და უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტს. მოვუწოდებთ მას, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირმა, თავი შეიკავოს მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებებისაგან. ამასთან, ვთხოვთ, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომ პარლამენტის წევრ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით მოახდინოს სათანადო რეაგირება.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















