ერევანში ლავროვის ვიზიტის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 13:03 | 22.04.2016
ნანახია: 1587

სომხეთის დედაქალაქში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.

აქცია რუსეთის საელჩოსთან, თავისუფლების მოედანზე ჩატარდა. მისი მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ლავროვმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით ერევანში ანტისომხური გეგმა ჩაიტანა. მომიტინგეები აზერბაიჯანისთვის რუსული იარაღის მიყიდვს შეწყვეტას მოითხოვდნენ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციელბს შორის შეხლა-შემოხლასაც.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერევნაში გუშინ ჩავიდა. ის მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს, დღეს ლავროვი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს ხვდება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე