ყაზახეთის ტურისტულ გამოფენის ფარგლებში „აჭარის დღე“ გაიმართება
საქართველო, თბილისი - 12:15 | 22.04.2016 ნანახია: 1545
ყაზახეთის ტურისტულ გამოფენაზე KITF-2016 აჭარის საზღვაო კურორტები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ცენტრალური აზიის ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე 20-22 აპრილს წარადგინა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდში წარმოდგენილი აჭარის სტენდი გამოფენაზე ვიზიტორებისა და ტუროპერატორების განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა.
გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ავია კომპანიებისა და მსხვილი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან. მიმდინარე წელს აჭარის მიმართ ყაზახეთში განსაკუთრებული ინტერესია. ბათუმის მიმართულებით ზაფხულის სეზონზე ყაზახეთიდან სამი ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს, მათ შორის ავიაკომპანია Skybus ყაზახეთის რვა ქალაქიდან, SCAT და Southern sky.
გასულ წელს, რეგიონში ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 3,5 პროცენტით იყო გაზრდილი. მიმდინარე წელს, კი დეპარტამენტმა რეგიონში ყაზახი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიური პიარ და მარკეტინგული კამპანიები დაიწყო. გარე რეკლამა - აჭარის სარეკლამო ბილბორდები და ლაითბოქსები ყაზახეთის 7 მსხვილ ქალაქში 130-მდე ადგილზეა განთავსებული. 25 აპრილს კი ასტანაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „აჭარის დღე“-ს უმასპინძლებს, სადაც მედიის, ტურ სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ქართულ ფოლკლორს, სამზარეულოსა და აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან. მაისსა და ივნისში, კი რეგიონში ყაზახი ტურ-ოპერატორების ინფო ტურებია დაგეგმილი, რომლებიც აჭარის მიმართულებით ტურისტული პაკეტების შემუშავებაზე იზრუნებენ.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















