ეკვადორის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა ისევ განმეორდა

საქართველო, თბილისი - 11:03 | 22.04.2016
ნანახია: 1739

5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა წყნარი ოკეანის აკვატორიაში ეკვადორის სანაპიროდან 11 კმ-ის დაშორებით.

სპეციალისტები მისი რყევების  ინტენსივობიდან გამომდინარე მიწისძვრას ”ძალიან ძლიერს” უწოდებენ. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რამდენიმე დღის წინ ეკვადორის სანაპიროსთან მომხდარ მიწისძვრას 587 ადამიანი ემხვერპლა, 23 ათასზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე