მთავრობის სხდომა გადაიდო

საქართველო, თბილისი - 10:13 | 22.04.2016
ნანახია: 1836

დღეისათვის დაგეგმილი მთავრობის სხდომა აღარ გაიმართება. ოფიციალური ინფორმაციით, ამის მიზეზი ქვორუმის არარსებობა გახდა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე მინისტრი იმყოფება საზღვარგარეთ სამსახურეობრივი მივლინებით. მათ შორის არის მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, პაატა ზაქარეიშვილის ხმა იქნებოდა გადამწყვეტი. თუ ის მოახერხებდა საქართველოში დაბრუნებას, ქვორუმი შედგებოდა.

ამჟამად ზაქარეიშვილი სტამბოლში იმყოფება. როგორც ცნობილია, უამინდობის გამო გადაიდო რამდენიმე რეისი.

ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრი, რომელიც ბრიუსელსა და სტრასბურგში მართავდა შეხვედრებს, საქართველოში დაბრუნდა. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე