თურქეთი სირიის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის

საქართველო, თბილისი - 13:27 | 21.04.2016
ნანახია: 1688

თურქეთი სირიის საზღვართან ტანკების რაოდენობას ზრდის. ხელისუფლებამ  შესაბამისი გადაწყვეტილება სირიის ტერიტორიიდან ”ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან გახშირებული თავდასხმების შედეგად მიიღო. ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet-ი წერს.

ამის გარდა თურქული არმია დარტყმებს ახორცილებს სირიის იმ ტერიტორიაზე, სადაც განლაგებულია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის დანადგარები, რომლითაც ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები სარგებლობენ. სამიზნის აღმოსაჩენად თურქული არმია უპილოტოებს იყენებს.

მებრძოლების მხრიდან გამოშვებული რაკეტები თურქეთის ქალაქ კილისში არაერთხელ აფეთქდა. შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა სამი მშვიდობიანი პირი. თურქეთის არმია სარაკეტო სროლას საარტილერიო ცეცხლით პასუხობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე