რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე ისევ დაარღვია

საქართველო, თბილისი - 10:37 | 06.10.2015
ნანახია: 2295

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე მეორედ დაარღვია. ეს ბოლო სამი დღის განმავლობაში უკვე მეორე შემთხვევაა. პირველად ორი რუსული ავია-გამანადგურებელი თურქეთის საჰაერო სივრცეში 3 ოქტომბერს შეიჭრა.

Reuters-ისინფორმაციით, საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა.

რუსეთის მხარემ საჰაერო სივრცის დარღვევა აღიარა და შეცდომა უამინდობით ახსნა. თურქეთის პრემუერის თქმით ფაქტის განმეორების შემთხვევასი თურქეთი საპასუხო ზომებს მიიღებს.

მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა აშშ-მა , ნატომ კი რუსეთის ქმედებას ”საშიში და უპასუხისმგებლო” უწოდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი იმ შვიდი ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელმაც რუსეთს მოუწოდა შეეწყვიტა სირიის ოპოზიციის დაბომბვა და მთელი ძალები ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მიემართა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე