ჟან-კლოდ იუნკერი: საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ ექნება
საქართველო, თბილისი - 14:26 | 19.04.2016 ნანახია: 1790
დღეს კიდევ ერთხელ შემიძლია დავარწმუნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის მხირდან ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჟან-კლოდ იუნკერმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლესი პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ ექნება. ამასთან, ჟან-კლოდ იუნკერი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა ქართველი ხალხის მიმართ სამართლიანია.
ჟან-კლოდ იუნკერი გიორგი კვირიკაშვილს დღეს შეხვდება. ”საქართველოს ვიზალიბერალზიაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ ექნება. მე შევხვდები თურქეთის პრემიერ-მინისტრს, შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გავმართავ მოლაპრაკებებს. შემიძლია, კიდევ ერთხელ დავარწმუნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საკანონმდებლო ინიციტივა ქართველი ხალხის მიმართ სამართლიანია. ევროკომისიამ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა”, - განაცხადა იუნკერმა.
შეგახსენებთ, Die Welt-ის ცნობით, ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასთან, კოსოვოსთან და თურქეთთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პირობები ჩადოს.
კერძოდ, ევროკავშირსა და თურქეთს შორის არსებობს შეთანხმება, რომ თუ ოფიციალური ანკარა ლტოლვილებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ევროკავშირს შეეძლება თურქეთთან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება გადაავადოს.
გამოცემის ინფორმაციით, ასეთივე პირობები შესაძლოა, საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვისაც ამოქმედდეს. გადავადების პუნქტის ჩადება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში საფრანგეთმა და გერმანიამ მოითხოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















