„ზედაზენი“ ბაზარზე პროდუქციის ასორტიმენტის ზრდას განაგრძობს
საქართველო, თბილისი - 12:57 | 19.04.2016 ნანახია: 5120
სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ იმედი აქვთ, რომ 2016 წელს იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც 2015 წელს შექმნა, თავის დაღწევა მოხერხდება და კომპანიის გაყიდვები, როგორც ადგილობრივ ისე საზღვარგარეთის ბაზრებზე გაიზრდება. თუ რა პრობლემები დაგროვდა ლუდის ინდუსტრიაში და 2016 წელს რა სიახლეები იგეგმება, „ზედაზენში“ ჩვენს კითხვებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური დირექტორი ვასილ სულხანიშვილი პასუხობს.
- ბოლო დროს „ზედაზენმა“ ბაზარზე თითქმის რამდენიმე ახალი პროდუქტი გამოიტანა, ბაზრის დაპყრობას იწყებთ?
- ჩვენი სეზონი ახლა იწყება. გეტყვით, რომ ლუდში სეზონურობა ძალიან მაღალი დოზითაა. მარტის დასაწყისში ბაზარზე გამოვიტანეთ ლუდი „სვიანი“ და ასევე მარტის ბოლოს წარმოვადგინეთ ლუდი „ბავარია“. ხოლო აპრილის პირველ ნახევარში კი წარმოვადგინეთ მორიგი სიახლე, ეს არის „კიონიგ პილსნერის“ შავი სახეობა - შავი ლუდი.
- ცხადია, ბაზარზე ახალი პროდუქციის შეტანით კომპანიის გაყიდვები უნდა გაიზარდოს, ამ მხრივ გათვლები გაქვთ?
- გაყიდვების ზრდას ველით, კი.
- და ეს ზრდა დაახლოებით რა პროცენტული მაჩვენებლით იქნება?
- ჩვენ ახლა ბევრით ვვარაუდობთ, მაგრამ რეალობა როგორაა იმის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. მაქსიმალურად უნდა გავფართოვდეთ, რადგანაც რაც დღეს გვაქვს ხარისხიანი, საუკეთესო, მსოფლიოში ლიდერი ბრენდები, რითაც ვამაყობთ და ვამბობთ, რომ ჩვენი კომპანია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პარტნიორია და ამის ხარჯზე ნომერ პირველი კომპანია გვსურს, რომ გავხდეთ.
- და ამ მიზანთან ახლოს ხართ თუ კიდევ ბევრია საჭირო? საქართველოში ნომერ პირველი ხართ?
ხარისხის მხრივ, დღევანდელი ტექნიკური შესაძლებლობებით, დღევანდელი მმართველობით, ტექნიკური პერსონალით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხარისხის მხრივ მოწინაავეები კი არა ნომერ პირველები ვართ.
- 2015 წლის სტატისტიკით ბაზარზე რა პოზიცია გაქვთ?
- ბაზარზე 2015 წლის მონაცემებით მეორე პოზიციაზე ვართ, რადგანაც გასული წელი საკმაოდ მძიმე იყო, რაც თავის მხრივ გამოიწვია აქციზის ზრდამ, რომელიც მარტში მოხდა. ამან გამოიწვია მართლაც სერიოზული რყევები. ამას დაემატა კურსთა შორის სხვაობები, რაც ძალიან რთული იყო, რადგანაც ნედლეული პირდაპირ მიბმულია დოლარზე, სატელევიზიო რეკლამა მიბმულია დოლარზე, ბუნებრივი აირი მიბმულია დოლარზე და სხვა. ამ ყველაფერმა მართლა დიდი პრობლემები შეგვიქმნა არა მარტო კომპანიაში, არამედ მთელს ინდუსტრიაში. იმედი მაქვს, რომ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას და აქციზის საკითხს გადახედავენ.
- დაპირება არის, იმედი გაქვთ, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს?
- კი დაპირება არის და მუშაობაც უკვე დაწყებულია.
- საუბარია აქციზის საწყის ეტაპზე დაბრუნებაზე, ანუ რაც იყო მარტამდე თუ მთავრობა მაინც შუალედურ პოზიციას დაიჭერს?
- არა მგონია მარტამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდნენ. თუმცა ეს იქნება იდეალური ვარიანტი თავად ბაზრისთვის. ეს იქნება შვება კომპანიებისთვისაც, იქიდან გამომდინარე, რომ კურსთა შორის სხვაობა ძალიან დიდია. მით უმეტეს, როცა გინდა ხარისხი გაზარდო და შეინარჩუნო. ჩვენ ამ პერიოდში ხარისხს არ შევხებივართ, რა ნედლეულსაც ადრე ვყიდულობდით ისევ იმავე ხარისხის ნედლეულს ვყიდულობთ. უბრალოდ რაოდენობრივად მეტი თანხის გადახდა გვიწევს და ხარჯიც მაღალია.
- თქვენ როგორ ფიქრობთ, მთავრობამ თავის დროზე იჩქარა, რომ აქციზის გადასახადი ერთიანად გააძვირა, თუ ეს ეტაპობრივად უნდა გაეკეთებინა?
- ამ შეკითხვაზე მე კომპეტენტური არ ვარ. ჯობს, ეს შეკითხვა მთავრობას დაუსვათ. ჩვენი, კომპანიის გადმოსახედიდან ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი კონსულტაცია უნდა ყოფილიყო ბიზნესთან. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ იყო ინტენსიური კომუნიკაცია და იმ ნაწილში სადაც 100 %-იანი ზრდა სურდათ, საბოლოოდ გაზარდეს 50 %-ით, თუმცა ამ 50 %-მაც კი სერიოზული რყევები გამოიწვია ინდუსტრიაში. როდესაც თითქმის 90 %-ზე მეტი ადგილობრივი წარმოებაა და აქციზის ზრდა ხდება, პრობლემაც იზრდება.
- აღნიშნული პრობლემის გათვალისწინებით, 2015 წელს ლუდის ბაზრის ზრდის ტენდენცია როგორი იყო?
- გასულ წელს ეს ბაზარი შემცირდა. საუბარია დაახლოებით 15 %-იან შემცირებაზე.
- და სხვა წლების ტენდენცია როგორი იყო?
- სხვა წლებში მცირედით, მაგრამ ზრდა იყო.
- საქართველოში იმპორტირებული ლუდის წილი მაღალია?
- არა იმპორტს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს. თამამად შეგვიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ლუდის ბაზრის 95 %-ი ადგილობრივ წარმოებას უკავია.
- სამომავლოდ რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი „ზედაზენისგან“?
- მოდით მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. მოლაპარაკებები გვაქვს და ცხადია, ჯერ კონკრეტიკისგან თავს შევიკავებთ. ლიმონათის მხრივ გვექნება მალე სიახლეები, თუ კი ამ დროისათვის 7 გემოვნების ლიმონათს ვაწარმოებთ, მალე მას კიდევ ერთი შეემატება. არაალკოჰოლურ პროდუქციაში ბევრი სიახლეები გვექნება.
- ლიმონათი და ზოგადად არაალკოჰოლური გამაგრილებელი სასმელი საქართველოში ძალიან მოთხოვნადია. თქვენს მაგალითზე როგორაა გაყიდვების ლიდერი ლუდია თუ ლიმონათი?
- ჩვენს შემთხვევაში გაყიდვების 70 %-ი ლუდზე, ხოლო 30 %-ი ლიმონათზე მოდის. სააღდგომოდ ლიმონათზე ფასდაკლების აქციასაც ავამოქმედეთ.
- როგორც ვიცი კომპანიამ ნატურალური წვენების წარმოება უნდა დაიწყოს, ამ მხრივ რა ეტაპზე ვართ?
- ნატურალური წვენების წარმოებას აუცილებლად დავიწყებთ და ამ მხრივ ინტენსიურად ვმუშაობთ. მაისში უკვე გამოიგზავნება შესაბამისი დანადგარები და შემოდგომისთვის უკვე წარმოებასაც დავიწყებთ.
- წვენების დასახელება რა იქნება, რა სახელით წარდგება ის მომხმარებლის წინაშე?
- ეს პრეზენტაციამდე საიდუმლოა.
- ნატურალური წვენისათვის საჭირო ნედლეულს ფერმერებისგან ჩაიბარებთ, საკუთარი ბარები გაქვთ თუ ბარების შეძენას აპირებთ?
- ყველაფერზე ვსაუბრობთ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მთავარია ხარისხის გვქონდეს და მოწოდება იყოს მუდმივი და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. ამ მიმართულებით დაახლოებით 9 მლნ ევროს ინვესტიციას ვაპირებთ.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















