ტეხასის შტატში წყალდიდობას 5 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:04 | 19.04.2016
ნანახია: 1747

ამერიკის ტეხასის შტატში გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ CNN იუწყება.

აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წყალდიდობამ საგანგები ვითარება შექმნა, რომელიც ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. მან მოსახლეობას ურჩია თავი შეიკავონ სტიქიის ზონაში გადაადგილებისგან.

დაიტბორა ხუთი ათასი სახლი, 45 ათასი ადამიანი ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი. საგანგებო სამსახურებმა ევაკუაციის  1200 ოპერაცია განახორციელეს.

სინოპტიკოსების ვარაუდით წვიმა დღესაც გაგრძელდება, თუმცა ხვალიდან ციკლონი შესუსტდება და ჩრდილო-აღმოსავლეთით გადაინაცვლებს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე