საქართველოს მთავარმა პროკურორმა ავსტრიაში ვიზიტი დაასრულა
საქართველო, თბილისი - 17:20 | 18.04.2016 ნანახია: 1802
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულეს. მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე ავსტრიაში ავსტრიის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის ვერნერ პლაიშლის მიწვევით იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ორი სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამუშაო შეხვედრები გაიმართა ავსტრიის გენერალურ პროკურატურაში. საქართველოს მთავარმა პროკურორმა ავსტრიელ კოლეგას საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო და პროკურატურის განვითარების ექვსწლიანი სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაზე ესაუბრა.ასევე საუბარი შეეხო უწყების პრიორიტეტებსა და პროკურატურის განვითარების სამომავლო გეგმებს. ავსტრიელმა კოლეგებმა საქართველოს პროკურატურის განვითარებაში ექსპერტულ დონეზე მხარდაჭერისა და დახმარების მზაობა გამოთქვეს.
მთავარმა პროკურორმა მოადგილესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ მინისტრთან ვოლფგანგ ბრანდშთეთერთან. შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ ქვეყნებს შორის სამართლებრივი დახმარებისა და ექსტრადიციის პროცედურებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრები გაიმართა ქ. ვენის პროკურორის მოადგილესთან ჰარალდ ზალცმანთან და საერთაშორისო პროკურორთა ასოციაციის პრეზიდენტთან გერჰარდ იაროშთან.
საქართველოს მთავარი პროკურატურა იმედოვნებს, რომ ვიზიტის შედეგები უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და კიდევ უფროეფექტურად წარმართვის მყარი საფუძველი გახდება.
პოლიტიკა
- სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იმყოფებიან
- „ოცნებამ“ ბრძოლა ვერ გააჩერა, დღეს ის უფრო სუსტია, ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება - ელენე ხოშტარია
- ისრაელის საელჩო - 2600-წლიანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის საერთო ღირებულებებსა და პატივისცემასა ეფუძნება, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს
- ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში მინისტრის მოადგილემ გააკეთა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სამართალი
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მსოფლიო
- რუსეთი მკაცრად გავაფრთხილეთ, ირანს სადაზვერვო მონაცემები არ გადასცეს - სტივ უიტკოფი
- დღეს ირანზე მძიმე დარტყმები განხორციელდება, სრული განადგურება და გარდაუვალი სიკვდილი ელოდებათ იმ ტერიტორიებსა და ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც სამიზნეებად არ განიხილებოდნენ - დონალდ ტრამპი
- შვედეთმა უკრაინის მიერ დასანქცირებული სატვირთო გემი დააკავა
- ირანის ლიდერების ორი ჯგუფი აღარ არსებობს, 32 გემი ჰყავდათ და ყველა ოკეანის ფსკერზეა - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















