ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ მას სახელმწიფო უწყებები გაზგასამართი სადგურის გამო დაუპირისპირდნენ

საქართველო, თბილისი - 17:02 | 18.04.2016
ნანახია: 1891

,,სამთავრობო წრეებში სურდათ, რომ უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებულიყო გაზგასამართი სადგური და სწორედ ამ თემაზე დაიწყო დაპირისპირება უნივერსიტეტის რექტორთან",-  ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტროის მოვალეობის შემსრულებელმა, ლადომ პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლადო პაპავამ დაასახელა უწყებები, რომლებიც ახდენდნენ ზეწოლას. პაპავას ინფომაციით, ეს უწყებები არიან დედაქალაქის მერია, ეკონომიკის სამინისტრო და ძლოვანი უწყებები.

"ჩემთვის მოულოდნელი იყო გაზგასამართი სადგურისთვის უფლების მიცემა უნივერსიტეტის სივრცეში და მერე ის თავგამოდებითი დაცვა, რომ თურმე ეს არანაირ ნორმებს არ არღვევს. ამას აკეთებდნენ სამთავრობო სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლები -  ქალაქის მერია, ეკონომიკის სამინისტრო. არ მგონია, უშუალოდ მინისტრები ყოფილიყვნენ ჩართული, მაგრამ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას ლობირებდნენ. პროცესები უნივერსიტეტში, რაც ბოლო პერიოდში წარიმართა, იყო მართული არა მარტო ძალოვანი უწყებების მხრიდან", - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.  

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე