ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები პასუხისმგებლობას აქციის ორგანიზატორებს აკისრებენ
საქართველო, თბილისი - 16:54 | 18.04.2016 ნანახია: 1800
დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 500-მდე სტუდენტი უნივერსიტეტში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება პირველ კორპუსთან გამართულ აქციაზე გაავრცელა.
უცვლელად გთავაზობთ 500 სტუდენტის გავრცელებულ განცხადებას:
„ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გვსურს გავაკეთოთ ერთობლივი განცხადება დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და მივაწოდოთ ის საზოგადეოებას:
- აქციის მონაწილეები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან უკიდურესი ფორმით, მოითხოვენ რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და აკადემიური საბჭოს რამოდენიმე წევსრის გადადგომას, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი აქციის მონაწილეებს გასაჩივრებული აქვთ ეს მოთხოვნები სასამართლოში და მიუხედავად იმის, რომ სასამართლოს გადაწყვეტლიბა არ არის ცნობილი, მაინც მიმართვენ რადიკალურ ზომებს, აქედან გამომდინარე ჩვენ მივიჩნევთ, რომ მსგავსი აქცია არის სასამართლოზე, სტუდენტებზე, პროფესორ-მასწავლებლებზე და საზოგადოებაზე ზეწოლის მცდელობა, მოვითხოვთ შეწყდეს აღნიშნული პროტესტის ეს ფორმა უნივერსიტეტში და გადავიდეს ყოველივე სამართლებრივ ჩარჩოებში.
- ასევე, სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან გახდა ცნობილი, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში აქციის ორგანიზატორები ითხოვენ გარე ძალების ჩართვას უნივერსიტეტის შიდა პროცესებში, რაც ჩვენი აზრით, გამოიწვევს სტუდენტებს შორის დაპირისპირებას, რომელიც არა ერთხელ მომხდარა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ეს ყველაფერი თავისთავად ხელს უშლის და ზეწოლას ახდენს სასწავლო პროცესზე, იწვევს რა სხვადასხვა შეხედულების მქონე სტუდენტების დაპირისპირების პროვოცირებას, მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს შეწყვიტონ სტუდენტებზე ზეწოლა და მოუწოდონ მათ დაუბრუნდნენ სასწავლო პროცესს და არსებული პრობლემების გადაწყვეტა მოხერხდეს სამუშაო პროცესში, სამართლებრივი გზებით.
- ასევე არა ერთხელ მოვისმინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებები სტუდენტებისა, პროფესორ-მასწავლებლებისა და სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული დიპლომების მისამართით, რაც ჩვენი აზრით, არის გამაღიზიანებელი როგორც სტუდენტებისათვის ასევე პროფესორებისათვის ამიტომ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს იყვნენ კორექტულები და პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუციეებს.
- ჩვენ გვჯერა რომ აღნიშნული პროტესტი არ გასცდება სამართლებრივ ჩარჩოებს, მიმდინარე პროცესები არ გამოიწვევს პროვოცირებას სიტუაციის ესკალაციისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა განვითარებულ მოვლენაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ აქციის ორგანიზატორებს“.
შეგახსენებთ, რომ მეექვსე დღეა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში შიმშილობის აქციას მართავს სტუ-ს რამდენიმე პროფესორი.
პოლიტიკა
- წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო - პაველ ჰერჩინსკი
- გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა, ზუსტად რომ იცოდეთ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა არ არის - ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას
- ნიკა გვარამია განმარტავს, სად მიდის თანხა, რომელსაც მოსახლეობა გაძვირებული ელექტროენერგიისთვის იხდის
- ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან თავისუფალი მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
სამართალი
- პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
- "რუსთავი -2"-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
მსოფლიო
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
- სომხეთი სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი საყრდენია - კაია კალასი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















