ანი მიროტაძე: არჩევნებში დამოუკიდებლად გამარჯვებას ვგეგმავთ

საქართველო, თბილისი - 15:21 | 18.04.2016
ნანახია: 1466

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე აცხადებს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად გამარჯვებას გეგმავენ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან ასევე განაცხადა, რომ საარჩევნო სიის  პირველი ნომერი კახა შარტავა იქნება. რაც შეეხება მეორე და მესამე ნომერს, მისი თქმით, ამაზე ჯერ ლაპარაკი არ არის.

"ჩვენ თავბრუს არ დავახვევთ დაპირებებით ამომრჩეველს და გავუშვებთ მართალ გზავნილებს ამომრჩევლების მოსართით. ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას მომავალ არჩევნებში დამოუკიდებლად.როდესაც ადამიანები მივლენ არჩევნებზე, გვაქვს იმედი, რომ  აგვირჩევენ . ჩვენ გავქვს საკმარისი რესურსი, შეთავაზებები, ხედვები დაწყებული ქვეყნის უსაფრთხოებიდან, დასრულებული სოციალური პრობლემებით. ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ“,- აღნიშნა ანი მიროტაძემ. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე