ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ირლანდიელ, იაპონელ და ჩინელ მეცნიერებს გადაეცათ

საქართველო, თბილისი - 16:24 | 05.10.2015
ნანახია: 2067

2015 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ირლანდიელ უილიამ კემპბელს, იაპონელ სატოში ომურეს და ჩინელ ტუ იუიუს გადაეცათ. ამის შესახებ სტოკჰოლმში კაროლინის სამედიცინო ინსტიტუტის ნობელის კომიტეტში განაცხადეს.

მეცნიერებმა პრემია პარაზიტებით გამოწვეული დაავადებებისა და მალარიის მკურნალობის ახალი მეთოდების შექმნისთვის მიიღეს.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოვება 10 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიმართება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე