ბრაზილიის პარლამენტი ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტს განიხილავს

საქართველო, თბილისი - 11:37 | 18.04.2016
ნანახია: 1721

 

ბრაზილიის პარლამენტი ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტს განიხილავს. დილმა რუსეფის გადაყენებას მხარი უკვე დაუჭირა საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ.

კენჭისყრა რამდენიმე საათის წინ დასრულდა. ახლა საბოლოო გადაწყვეტილება სენატმა უნდა მიიღოს.

ქვეყნის პრეზიდენტს ბრალს  კორუფციულ სქემაში მონაწილეობასა და ქვეყნიდან ბრაზილიური ნავთობკომპანიის - ”პეტრობრასის” ფულის  გატანაში, ასევე 2014 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ქვეყნის ბიუჯეტის რეალური მდგომარეობის დამალვაში ადანაშაულებენ.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე