ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლა თითოეულ ოჯახს 6 ათასი დოლარი დაუჯდება

საქართველო, თბილისი - 11:33 | 18.04.2016
ნანახია: 1702

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლა თითოეულ ბრიტანულ ოჯახს ყოველწლიურად 6 ათასი დოლარი დაუჯდება. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოსბორნმა განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო შეუქცევადად გაღარიბდება. როგორც The Times-ი წერს, სახელმწიფო ხაზინა ბრიტანული ეკონომიკისთვის სერიოზულ დარტყმას პროგნოზირებს, რომელიც ვაჭრობისა და ინვესტიციების შემცირების გამო არა დროებითი, არამედ მუდმივი გახდება.

რეფერენდუმი ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის დარჩენის შესახებ 2016 წლის 23 ივნისს უნდა გაიმართოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე