სამგზავრო თვითმფრინავს უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 10:31 | 18.04.2016
ნანახია: 1833

ლონდონში ავიაკომპანია British Airways-ის სამგზავრო თვითმფრინავს დაშვებისას უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა. ბორტზე 132 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა აეროპორტში დაშვება მოახერხა. როგორც ”რია ნოვოსტი” ადგილობრივ პოლიციელებზე დაყრდნობით იუწყება, ექპერტებმა თვითმფრინავის მნიშვნელოვანი დაზიანებები ვერ აღმოაჩინეს. ამ დროისათვის სპეციალისტები არკვევენ, როგორ აღმოჩნდა უპილოტო საფრენი აპარატი ავიალაინერთან სახიფათო მანძილზე. მიმდინარეობს გამოძიება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე