გიორგი კვირიკაშვილი ”რესპუბლიკელებზე”: ჩვენ ვართ პარტნიორობის და კონკურენციის რეჟიმში

საქართველო, თბილისი - 10:28 | 16.04.2016
ნანახია: 1436

პრემიერ-მინისტრის თქმით,  არ აპირებს ”რესპუბლიკელი” მინისტრების გათავისუფლებას. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

”რაც შეეხება რესპუბლიკელი” მინისტრების ყოფნას მთავრობაში - არ ვაპირებ მათ გათავისუფლებას. კანონით არის გათვალისწინებული ვადები: ეს არის ერთთვიანი ვადა. თუ ისინი მოისურვებენ საარჩევნო სიაში ყოფნას, ამ პერიოდისთვის სავარაუდოდ თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვართ პარტნიორობის და კონკურენციის რეჟიმში. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა ასეთ რეჟიმში მუშაობა და არ მგონია ამაზე დამატებითი კომენტარების გაკეთება იყოს მიზანშეწონილი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე