კრწანისში ავარიული სახლის კაპიტალური შეკეთება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:13 | 15.04.2016
ნანახია: 1537

ძველთბილისში, ანტონ კათალიკოსის ჩიხი N9-ში, კიდევ ერთი ავარიული სახლის კაპიტალური შეკეთება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში მოხდება შენობის საძირკვლისა და საყრდენი კონსტრუქციების გამაგრება, ასევე ლითონის უნიკალური მესრის რესტავრაცია. პროექტი ოთხთ ვეში დასრულდება.

სამუშაოების დაწყებას კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კრწანისში, ბექა ნაცვლიშვილი დაესწრნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე