”ისლამური სახელმწიფო” ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას ტერაქტებით იმუქრება

საქართველო, თბილისი - 14:18 | 15.04.2016
ნანახია: 1629

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები მასშტაბური ტერაქტების მოწყობას ოლიმპიური თამაშების მსვლელობის დროს გეგმავენ, რომელიც რიო დე ჟანეიროში 2016 წლის აგვისტოში გაიმართება.

მუქარის ჩანაწერი პარიზის ტერაქტების შემდეგ სოციალური ქსელში საფრანგეთის მოქალაქემ მაქსიმ ოშარმა გაავრცელა მისი ავთენტურობა, ბრაზილიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა დაადასტურა. ”ისლამური სახელმწიფოს” წევრი წერს, რომ დაჯგუფების მორიგი სამიზნე სამხრეთ-ამერიკის ქვეყნები და იქ დაგეგმილი ღონისძიებები იქნება.

ბრაზილიის ხელისუფლებამ ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების მიზნით შეიარაღებული ძალების ბაზაზე სპეციალური ანტიტერორისტული ცენტრი ჩამოაყალიბა. ოლიმპიური თამაშების მსვლელობის დროს უსაფრთხოებას 85 ათასი ძალოვანი დაიცავს.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე