უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში გამყოფი ხაზიდან შეიარაღების გაყვანა დაიწყეს

საქართველო, თბილისი - 14:44 | 05.10.2015
ნანახია: 2005

უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში გამყოფი ხაზიდან 100 მილიმეტრზე მცირე კალიბრიანი შეიარაღების გაყვანა დაიწყეს. ამის შესახებ ტელარხ ”112”-ის ეთერში ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანატოლიკ სტელმახმა განაცხადა.

”ტქენიკა და შეიარაღბა ხაზიდან 15 კილომეტრის დაშორებითრ გაგყავს. სულ ამ პროცესს 41 დღე დასჭირდება და ამ ხნის განმავლობაში დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდება ტანკები Т-64 და Т-72, ასევე ტანკსაწინააღმდეგო ქცემეხები Д-48 და Д-44”, - განაცხადა სტელმახმა.          

3 ოქტომბერს დონბასში გამყოფი ხაზიდან ტანკების გაყვანა თვითგამოცხადებულმა ლუგანსკის ”სახალხო რესპუბლიკამ” დაიწყო.

შეიარაღების გაყვანა ორ ეტაპად მოხდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე