უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების მომხრეა

საქართველო, თბილისი - 12:09 | 15.04.2016
ნანახია: 1656

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბი რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების მომხრეა. მან ამის შესახებ 1+1”-ის ეთერში განაცხადა.

”მე როგორც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი გამოვდიოდი რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემოღების ინიციატივით. ასეთი იყო ჩემი პოზიცია, არის და იქნება. მიმაჩნია, რომ ეს არის ის გზა, რომელიც უნდა გავიაროთ,” - აღნიშნა პარუბიმ.

კიევსა და მოსკოვს შორის შესაძლო დიპლომატიური განხეთქილების კომენტირებისას პარლმანეტის სპიკერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხის განსახილველად აუცილებლია კონსულტაციების გამართვა დიპოლომატებთან და ოურისტებთან.

პარუბი უკრაინის პარლამენტის სპიკერად გუშინ აირჩიეს. მანამდე ის რადას ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებდა. მან ამ პოსტზე ვლადიმერ გროისმანი შეცვალა, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე