იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 09:43 | 15.04.2016
ნანახია: 1594

იაპონიაში 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა.

ძლიერი მიწისძვრა იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუნძულ კიუსიუზე მოხდა.  

ეპიცენტრი კუმამოტოს პრეფექტურაში დაფიქსირდა. მიწისძვრის შემდეგ აფტერშოკები 120-ჯერ განმეორდა. ადგილობრივი მედიის ცნობით,  ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი აირის გარეშე ათასობით ოჯახია დარჩენილი. ადგილობრივი ხელისუფლება ნანგრევების ქვეშ მოყოლილების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ათასობით ადამიანმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა. სტიქიის ზონიდამ 44 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე