თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციები მალე ამოქმედდება - დავით სერგეენკო

საქართველო, თბილისი - 16:49 | 14.04.2016
ნანახია: 1556

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციების ასამოქმედებლად მხოლოდ ორი ტექნიკური საკითხი დარჩა მოსაგვარებელი. ამის შესახებ სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს კონტროლის კანონი არსებობდა, თუ არ ვცდები 2010 წლიდან, შეიძლება უფრო ადრე, არ იყო განსაზღვრული ამ კოტროლის ადმინისტრირების საკითხები. ამ მხრივ რამოდენიმე ათეული, შეიძლება 100-მდე საკითხი იყო დასაზუსტებელი: ვის  როგორ უნდა შეხებოდა რეგულაციები,როგორი უნდა ყოფილიყო რეგულაციები -  გარდამავალი, ნაწილობრივ შეზღუდვა, სრული, მაშინვე. პრაქტიკულად უკლებლივ ყველას გაეცა პასუხი. რჩება ორი ტექნიკური საკითხი, რომელზეც, ვფიქრობ, მალე დასრულდება მუშაობა და ეს რეგულირება უკვე ამოქმედდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე