უკრაინის რადამ ვლადიმერ გროისმანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 14:03 | 14.04.2016
ნანახია: 1656

უკრაინის უმაღლესმა რადამ დააკმაყოფილა ყოფილი პრემიერის, არსენი იაცენიუკის გადადგომის შესახებ განცხადება და  პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვლადიმერ გროისმანის კანდიდატურა დაამტკიცა.

როგორც უკრაინული მედია წერს, არსებული ინფორმაციით, გროისმანის კანდიდატურას 257-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 50-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. ასევე ცნობილი გახდა, რომ პარტია ”ბატკივშინას” ფრაქცია ოპოზიციაში გადადის.  პარტიის ლიდერის, იულია ტიმოშენკოს განაცხადებით, ”ბატკივშინა” კონსულტაციებს გამართავს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ახალი სახელმწიფო პოლიტიკა შეიმუშვონ.

გროისმანი რადას თავმჯდომარედ 2014 წლის ნოემბერში აირჩიეს. მანამდე ის ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა, ასვე იყო უკრაინის რეგიონალური განვითარების მინისტრი.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე