თურქეთის სპეცსამსახურები ანკარისა და ბრიუსელის ტერაქტების შესახებ ხელისუფლებას აფრთხილებდნენ

საქართველო, თბილისი - 13:34 | 14.04.2016
ნანახია: 1790

თურქეთის ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტი ქვეყნის ტერიტორიაზე და უცხოეთში ”ისლამური სახელმწიფოს” მიერ დაგეგმილი თავდასხმების შესახებ ინფორმაციას ფლობდა და ამის შესახებ ხელისუფლებასა და შესაბამის სამსახურებს აფრთხილებდა.  ამის შესახებ გაზეთი Hurriyet-ი წერს.

”ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებული ადამიანები 2016 წელს გეგმავენ  ტერაქტებს თურქეთსა და ბელგიაში და ამ მიზნით შესაძლოა გამოიყენონ სასტუმროები ან ჩართონ მომსახურების სფეროების თანამშრომლები”, - მოყავს გაზეთს დეპარტამენტის გაფრთხილებიდან ამონარიდი.

სხვა მოხსენებაში ნათქვამია, რომ დეპარტამენტი ანკარის ტერაქტამდე 25 დღით ადრე ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ ტერორისტები ამზადებენ თავდასხმებს მასობრივი ღონისძიებებების დროს. დამატებითი ზომები იმ მიზეზით არ გატარდა, რომ ”დაზვერვის თანამშრომელმა თავის ხელმძღვანელობას საჭირო ინფორმაცია არ გადასცა”, - წერს გამოცემა.

მედიის მონაცემებით, ტერაქტების საფრთხის შესახებ ინფორმაცია და შემსრულებლთა ვინაობაც კი არაერთხელ ფიგურირებდა თურქეთის სპეცამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების მოხსენებებში. ადგილობრივი ხელისუფლება იღებდა ამ გაფრთხილებებს, მაგრამ საპასუხო ღონისძიებებს არ ატარებდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე