რუსული ბომბდამშენები ამერიკულ სამხედრო ხომალდს მიუახლოვდნენ

საქართველო, თბილისი - 09:54 | 14.04.2016
ნანახია: 1869

რუსული ბომბდამშენები ბალტიის ზღვაში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ხომალდს მიუახლოვდნენ. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“იტყობინება.  
ბალტიის ზღვაში მომხდარ ინციდენტს ვაშინგტონში გამოეხმაურნენ. თეთრი სახლის პრესსპიკერმა რუსული ბომბდამშენების მიერ ამერიკულ სამხედრო ხომალდთან მიახლოვების ფაქტს საშიში და არაპროფესიული ქმედება უწოდეს.

„ინციდენტი არ შეესაბამება შეიარაღებული ძალების მიერ საერთაშორისო წყლებში და საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოქმედების პროფესიულ ნორმებს,“-განაცხადა ჯოშ ერნესტმა.

პენტაგონმა რუსული თვითმფრინავების ამერიკულ სამხედრო ხომალდთან მიახლოების ფოტო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე