თურქეთის საჰაერო სივრცეში რუსული გამანადგურებლის შეჭრის გამო რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 12:49 | 05.10.2015
ნანახია: 1966

თურქეთში რუსეთის ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და რუსეთის ავია-გამანადგურებლების მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით მისგან ახსნა-განმარტება მოითხოვეს.

ინციდენტი ქვეყნის სამხრეთით სირიის მოსაზღვრე ხათაის პროვინციაში 3 ოქტომბერს მოხდა. თურქეთის ორმა სამხედრო თვითმფრინავმა, რომელიც რეგიონში პატრულირებდა, რუსული თვითმფრინავი შეამჩნია.

მომხადრთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა ქვეყნის საგარეო საქმეთ მინისტრ ფერიდუნ სინირლიოღლუსა და მის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შორის.

თურქეთი იმ შვიდი ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელმაც რუსეთს მოუწოდა შეეწყვიტა სირიის ოპოზიციის დაბომბვა და მთელი ძალები ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მიემართა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე