პრემიერი არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებას პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან უგზავნის

საქართველო, თბილისი - 09:53 | 14.04.2016
ნანახია: 1527

საქართველოს პრემიერ-მინისტრი არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებას პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან უგზავნის. ამის შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი. არ მოხდა ადმინისტრაციის მხრიდან დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება. ამიტომ, ჩვენ დღეს მოტივირებულ შენიშვნებს ვაგზავნით, რათა პრეზიდენტის მხრიდან წარმოდგენა არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ ისეთ დროს მოხდეს, რომ გამოქვეყნება ჩვენი მხრიდან კონტრასიგნაციას დაემთხვეს,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე