10 სამიზნე ბაზარზე, აჭარის ტურისტული პოტენციალის მარკეტინგული კამპანია აქტიურ ფაზაშია
საქართველო, თბილისი - 15:09 | 13.04.2016 ნანახია: 1563
აჭარაში ტურისტების მოზიდვის მიზნით მარკეტინგული და პიარ კამპანიები აქტიურ ფაზაშია. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ტურისტული სეზონისთვის მზადება 10 სამიზნე ქვეყანაში (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, ისრაელი, ლატვია, უკრაინა, რუსეთი) დაწყებულია. პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები ონლაინ რეკლამებს, გარე რეკლამებს (ბილბორდები, ლაითბოქსები, ბრენდირებული ავტობუსები), რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური გადაცემების მომზადებას, რკინიგზისა და ავიაკომპანიების საბორტო ჟურნალებში სარეკლამო სტატიების განთავსებას, ასევე პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას ითვალისწინებს. სარეკლამო კამპანიები ძირითადათ, სამიზნე ქვეყნების დედაქალაქებსა და ცენტრალურ ქალაქებს მოიცავს, მასში 30-მდე ქალაქია ჩართული.
„მიმდინარე წელს, პიარ აქტივობებიდან აღსაღნიშნავია აჭარის დღეები, რომლებსაც წელს, პირველად მინსკსა და თელ-ავივში ვუმასპინძლეთ. არაოფიციალურ მიღებებზე, რომელსაც მედიის, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა პოპულარიზაცია გაეწია საქართველოს მდიდარ არამატერილურ კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს. ქართულმა ფოლკლორმა და სამზარეულომ სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რაზეც ჟურნალისტების მიერ სოციალურ მედიასა და ტელე-სივრცეში გავრცელებული სტატიები, ბლოგები და ტელე-სიუჟეტებიც მეტყველებს. მინსკისა და თელ-ავივის შემდეგ აჭარის დღეებს 21 აპრილს ვარშავაში და 25 აპრილს ასტანაში ვუმასპინძლებთ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.
მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პოტენციალი და პროდუქტები 9 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა, მათ შორის ბერლინის, პეკინის, კატოვიცეს, ვროცლავის, სტამბულის, ვილნიუსის, თელ-ავივის, კიევის, ბაქოსა და მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე.
გამოფენებიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მინსკის ტურისტულმა გამოფენამ, სადაც წელს, პირველად ქართულ ტრადიციულ სტილში მოწყობილ აჭარის საგამოფენო სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართული, ხალხური სიმღერები მოესმინათ და ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ, ასევე მონაწილეობა მიეღოთ აჭარული ხაჭაპურის დამზადების კულინარიულ მასტერკლასში. წლის ბოლომდე დეპარტამენტი დამატებით 7 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში გეგმავს მონაწილეობას, მათ შორის: დუბაის, ვარშავის, სამხრეთ კორეის, სეულის, ტოკიოს, მოსკოვისა და ყაზახეთის გამოფენებზე.
აჭარის ტურისტული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით დეპარტამენტი წელსაც აგრძელებს რეგიონში პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას. დღემდე დეპარტამენტმა 6 პრეს და ინფო ტურს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც რეგიონს 120-მდე მედიისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენელი ეწვია. წლის ბოლომდე კი სამიზნე ქვეყნებიდან დეპარტამენტი რეგიონში 15 ინფო და პრესს ტურს უმასპინძლებს, რის განმავლობაშიც აჭარას 150-ზე მეტი ტურისტული სააგენტო და ჟურნალისტი ესტუმრება.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















