მაკედონიის საზღვართან პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი ისევ გამოიყენა

საქართველო, თბილისი - 15:23 | 13.04.2016
ნანახია: 1704

კვლავ მოხდა შეტაკება მიგრანტებსა და პოლიციას შორის მაკედონიის საზღვართან იდომენის ბანაკთან ახლოს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიგრანტებმა  საზღვარზე აღმართული ზღუდის გარღვევა სცადეს. უწესრიგობის აღსაკევთად პოლიციელებმა მათ წინააღმდეგ მანათობელი-ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ამჟამად ასამდე ადამიანი საზღვართან ახლოს არის შეკრებილი და შეძახილებით საზღვრის გახსნას ითხოვს.

რამდენიმე დღის წინ პოლიციელებსა და მიგრანტებს შორის მომხდარი შეტაკებისას 300-მდე ლტოლვილი დაშავდა. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

მაკედონიის ხელისუფლების განცხადებით მიგრანტების თავდასხმების შედეგად 14 პოლიციელი და 9 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.  



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე