NDI: მოსახლეობა ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობით უკმაყოფილოა

საქართველო, თბილისი - 11:57 | 13.04.2016
ნანახია: 1444

ეროვნულ–დემოკრატიული  ინსტიტუტისა  (NDI)  და  მისი  პარტნიორი  ორგანიზაცია  CRRC– საქართველოს  მიერ  გამოქვეყნებული  საზოგადოებრივი  აზრის  უახლესი  კვლევის  შედეგების  თანახმად, მოსახლეობა ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობით უკმაყოფილოა.

მოქალაქეები,  ამავდროულად, მიიჩნევენ, რომ არჩეული თანამდებობის პირები მიუწვდომლები არიან და ვერ ახერხებენ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას. 

მოქალაქეებს  მიაჩნიათ,  რომ  პარლამენტის  წევრები  მოსახლეობის  აზრს  არ  ითვალისწინებენ  ან  მათი პრობლემების გადასაჭრელად შესაბამის ზომებს არ იღებენ.

უმრავლესობა (64 პროცენტი) მიიჩნევს, რომ მათი წარმომადგენელი  პარლამენტში  მხოლოდ  საკუთარ  ინტერესებს  წარმოადგენს,  მაშინ  როდესაც  მოსახლეობის მხოლოდ  24  პროცენტი  ფიქრობს,  რომ  მათი  დეპუტატი  ამომრჩევლის  ინტერესებს  იცავს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე