”ისლამურმა სახელმწიფომ” თურქეთის ქალაქ კილისს რაკეტები ისევ ესროლა

საქართველო, თბილისი - 11:55 | 13.04.2016
ნანახია: 1774

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა თურქეთის ქალაქ კილისს რაკეტები ისევ ესროლეს. თურქეთის მოსაზღვრე სირიის იმ ტერიტორიიდან, რომელსაც ”ისლამური სახელმწიფო” აკონტროლებს, სამი რაკეტა გაუშვეს. თურქულმა არტილერიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NTV ავრცელებს.

დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

სირიის ტერიტორიიდან  კილისი კვირის დასაწყისში სარაკეტო ცეცხლის ქვეშ ორჯერ მოექცა. დაიჭრა 20 ადგილობრივი მცხოვრები. ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ”ისლამური სახელმწიფოს” სარაკეტო იერიში მარტის დასაწყისშიც განხორციელდა. ერთ-ერთი თავდასხმის შედეგად კილისის ორი მკვიდრი დაიღუპა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე