ლიტვამ ”სავჩენკოს სია” დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 10:15 | 13.04.2016
ნანახია: 1531

ლიტვამ ”სავჩენკოს სია” დაამტკიცა და იმ პირებს, რომლებიც   უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს მიმართ არასამართლიან ქმედებებთან არიან დაკავშირებული ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

”უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ლიტვამ 46-კაციანი ”სავჩენკოს სია” დაამტკიცა”, -წერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი ”ტვიტერის” გვერდზე.

სიაში მოხვდნენ რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის მოსამართლეები, პროკურორები, დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტები და სხვები. ლიტვა ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც სავჩენკოს საქმესთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.

22 მარტს როსტოვის ოლქის დონეცკის საქალაქო სასამართლომ სავჩენკოს 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობასა და რუსეთ-უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე