ასადი სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციას დადებითად აფასებს

საქართველო, თბილისი - 12:11 | 05.10.2015
ნანახია: 2163

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ადგილობრივ ტელეარხზს პირველი ინტერვიუ მისცა. მან ინტერვიუში სირიისა და რუსეთის ერთობლივი მუშაობა დადებითად შეაფასა.

„რუსეთისა და სირიის ალიანსი წარმატებული აღმოჩნდა, სხვა შემთხვევაში მთელი რეგიონის ნგრევის მოწმე შეიძლება გავხდეთ. თუ სხვა ქვეყნებიც რეალურად შეუერთდებიან ჩვენ ალიანსს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს დააჩქარებს იმ შედეგებს, რისი ხილვაც ყველას გვსურს. იმის ნახვა, რომ სირიელები ლტოლვილები გახდნენ, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და ეს შავი ლაქა იქნება სირიის ისტორიაში. მაგრამ, უფრო მტკივნეულია ის ფაქტი, რომ დასავლეთი  ლტოლვილების თემას თავის სასარგებლოდ იყენებს ,“-განაცხადა ბაშარ ალ ასადმა. 

ინტერნეტით კი რუსეთის ავიაიერიშების ამსახველი კადრები ვრცელდება, რომელიც ქალაქ ჰომსთან და ლატაკიასთანაა გადაღებული. პარალელურად, ისლამური სახელმწიფო სირიის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებას ისევ განაგრძობს. ამჯერზე მათ პალმირაში უძველესი ტრიუმფალური თაღი ააფეთქეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე