საქართველომ ინდონეზიაში გამართულ ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო, თბილისი - 17:31 | 12.04.2016 ნანახია: 1497
საქართველომ ინდონეზიაში გამართულ ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ჯაკარტაში ტურიზმისა და კულტურის რიგით მეორე ევროპული გამოფენაზე _ “Destination Europe 2016”, საქართველოს საელჩოს ინიციატივით საქართველოს კუთხე მოეწყო.
ტურისტული გამოფენის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ, რომელიც ინდონეზიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ფედერიკა მოგერინიმ ტურისტული გამოფენის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
ღონისძიების გახსნის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მოინახულა საქართველოს საგამოფენო კუთხე. ფედერიკა მოგერინიმ ხაზი გაუსვა გამოფენაზე ქართული მხარის ევროპასთან ერთად წარმოჩენის მნიშვნელობასა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს გამოფენაში აქტიური მონაწილეობისთვის.
“Destination Europe 2016”-ზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, ასევე ქვეყნის ღირშესანიშნაობების ამსახველი ფოტოები, ხალხური რეწვის ნიმუშები, ტრადიციული სუვენირები, ქართული სამოსელი, ღვინო და ჩურჩხელა. ორდღიანი გამოფენის განმავლობაში საქართველოს სტენდს სტუმრობდნენ ინდონეზიის ტურისტული სააგენტოებისა და მასმედიის წარმომადგენელები, ბლოგერები და ინდონეზიაში მყოფი უცხოელი ტურისტები.
ღონისძიება ფართოდ გაშუქდა მასმედიის საშუალებების მიერ. ტურისტული გამოფენის ფარგლებში სპეციალურად გამოყოფილ საპრეზენტაციო დარბაზში საქართველოს ელჩმა, ზურაბ ალექსიძემ, გამართა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია და საზოგადოებას წარუდგინა სარეკლამო ვიდეორგოლები საქართველოზე.
ინდონეზიაში საქართველოს საელჩომ, ევროკავშირის წევრ და არაწევრ ევროპულ ქვეყნებთან ერთად, აღნიშნულ ტურისტულ გამოფენაში უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















