ანა ნაცვლიშვილი: კონკრეტული ჯგუფები ცდილობენ კონტროლი დაამყარონ მთლიან სასამართლო სისტემაზე

საქართველო, თბილისი - 16:40 | 12.04.2016
ნანახია: 1595

კამპანია „სამართალი ითხოვს“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვენ. როგორ კამპანიის წარმომადგენელმა, საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, პრაქტიკაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობა.

მისი შეფასებით, მძლავრობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ კონტროლი დაამყარონ მთლიან სასამართლო სისტემაზე.

„ვითხოვთ, რომ სასამართლო სისტემაში განხორციელდეს რეალური საკანონმდებლო ცვლილებები, რომ პრაქტიკაში იყოს უზრუნველყოფილი ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობა. მათ ჰქონდეთ უზრუნველყოფილი ამ დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიები. დღეს ეს გარანტიები არ არსებობს და სწორედ ამიტომ მძლავრობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ კონტროლი დაამყარონ მთლიან სასამართლო სისტემაზე“, - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, კამპანია „სამართალი ითხოვს“ არის მოქალაქეების და ის მოუწოდებს საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ კამპანიაში. ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს, რომ კამპანიის ფარგლებში ქუჩის აქციები განხორციელდეს.
კამპანია „სამართალი ითხოვს“ პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე